Belive

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,კოპენჰაგენს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

,,ქალაქელებმა'' მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგეს, რაც ინგლისურ კლუბებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

გვარდიოლას გუნდის შთამბეჭდავი სერია 2023 წლის მაისში ,,რეალთან'' გამარჯვებით დაიწყო (4:0), მას შემდეგ კი ,,სიტიმ'' ,,ინტერს'', ,,ცრვენა ზვეზდას'' (ორჯერ), ,,ლაიფციგს'' (ორჯერ) ,,იანგ ბოიზსა'' (ორჯერ) და ,,კოპენჰაგენს'' (ორჯერ) მოუგო.

გარდა ამისა, ,,მანჩესტერ სიტი'' გახდა პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 3 გოლის გატანა ზედიზედ 9 საშინაო შეხვედრაში შეძლო.

სხვა სტატიები