Belive

მანჩესტერ სიტიმ დაადასტურა | ალვარესი ატლეტიკოში ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ საღამოს დევიდ ორშტეინმა განაცხადა, რომ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოს იყო. აღნიშნული ინფორმაცია "მანჩესტერ სიტიმ" დაადასტურა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლა არანია" მადრიდულ კლუბს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ და ახლა მოლაპარაკება თავად ფეხბურთელთან მიდის. "ქალაქელები" ალვარესს სამედიცინო შემოწმებისთვის მაშინვე გაუშვებენ, როგორც კი პირადი შეთანხმება შედგება.

როხიბლანკო'' ალვარესში, 70 მილიონ ფუნტზე მეტს გადაიხდის, რაც 2022 წელს, ,,სიტის'' მიერ ფეხბურთელში გადახდილ თანხაზე 5-ჯერ მეტია.

სხვა სტატიები