Belive

მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო:

,,მოკვლევის შედეგად, დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ 2009-2010 და 2017-2018 წლების სეზონებს შორის პერიოდში:

მანჩესტერ სიტიმ რამდენიმე კომერციულ პარტნიორთან გააფორმა ,,ყალბი“ კონტრაქტები და ასევე ეყრდნობოდა სხვებთან დადებულ „ყალბ“ შეთანხმებებს, რათა კლუბის შემოსავლები ხელოვნურად გაედიდებინა და ხარჯები შეემცირებინა.

კლუბმა აუდიტორებსა და საფეხბურთო მარეგულირებლებს არასწორად შედგენილი ფინანსური ანგარიშები წარუდგინა და ფინანსების რეალური მდგომარეობა დაუმალა.

მანჩესტერ სიტიმ მნიშვნელოვნად დაარღვია პრემიერლიგისა და უეფას ხარჯვის ლიმიტები.

პრემიერლიგის გამოძიების მიმდინარეობისას, მანჩესტერ სიტიმ ლიგის მიმართ თანამშრომლობისა და უზენაესი კეთილსინდისიერების ვალდებულებები მრავალჯერ დაარღვია.'' - წერია პრემიერლიგის განცხადებაში

პრემიერლიგის საპასუხოდ განცხადება მანჩესტერ სიტიმაც გაავრცელა:

„მანჩესტერ სიტი იმედგაცრუებული და გაოცებულია პრემიერლიგის კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნით.

კლუბი უდანაშაულოა პრემიერლიგის მიერ წაყენებულ ბრალდებებში და არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ყოვლისმომცველი ბაზა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მის ყველა პოზიციას ამყარებს.

მანჩესტერ სიტი ახლა გამოიყენებს მისთვის ხელმისაწვდომ სააპელაციო გზებს იმ საფუძვლით, რომ მოსაზრება შეიცავს აშკარა არსებით შეცდომებს კანონის, პრინციპისა და ფაქტების კუთხით და არის დაუსაბუთებელი.'' - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, პროცესი დასრულებული არ არის. სანქციების საკითხი ცალკე, დახურულ მოსმენებზე განიხილება, ხოლო საბოლოო და აპელაციის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სიტის, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს, აპელაციის უფლების გამოსაყენებლად ვადა პარასკევამდე აქვს.

სხვა სტატიები