Belive

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკეს

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის ყოფილი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მწვავედ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ესპანელმა პრემიერ ლიგის მიერ, კლუბის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ, ყოფილ გუნდს მხარი ღიად დაუჭირა. დამოუკიდებელმა კომისიამ, 2009/10-დან, 2017/18 წლების ჩათვლით, კლუბი ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ამ ცხრა სეზონიდან, ორი გვარდიოლას მანჩესტერ სიტიში მუშაობის პერიოდს ემთხვევა. მათ შორის, ის სეზონიც, როდესაც ესპანელმა თავისი პირველი პრემიერლიგური ტიტული მოიგო. "The Times"-თან ინტერვიუში, ბრიტანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, მეთიუ სეიდმა გვარდიოლა გააკრიტიკა და სიტის ყოფილი თაკვაცის მემკვიდრეობას შელახული უწოდა. სეიდმა ასევე წამოჭრა საკითხი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა თავად გვარდიოლა ამ საქმეებში გარეული.

ახლა უკვე ვიცით, რომ ის კორუმპირებულ კლუბს ხელმძღვანელობდა, რომელიც კორუმპირებული კონტრაქტებით იმართებოდა და კორუმპირებული კომპანიების მიერ ფინანსდებოდა. ორი ვარიანტი არსებობს. ან პეპმა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და უბრალოდ დუმილი ამჯობინა, ან მთელი ამ დროის განმავლობაში საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდებოდა. სიტის ფინანსურ საკითხებს უკვე ათ წელზე მეტია ვაკვირდები. პეპს მართლა არაფერი შეუმჩნევია? ბრმაა? - მეთიუ სეიდი

გვარდიოლამ, ვერდიქტის შემდეგ, დუმილი დაარღვია და თავის ყოფილ კლუბს მხარი ღიად დაუჭირა. ესპანელმა, რომელიც ამ მომენტისთვის სამწვრთნელო კარიერისგან დისტანცირებულია, მანჩესტერ სიტიში ათწლიანი მუშაობის პერიოდში, ნამდვილი ეპოქა შექმნა და გუნდს 6 პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

სხვა სტატიები