Belive

ხავი ესპარტი ტრავმის გამო ორ თვეს გამოტოვებს

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას, რეალთან მატჩის შემდეგ, პრობლემა შეექმნა. კატალონიურ კლუბს, ტრავმის გამო, მარჯვენა განაპირა მცველი, ხავი ესპარტი გამოაკლდა, რომელმაც აურელიან ჩუამენისთან ფიზიკური ორთაბრძოლის დროს, მარჯვენა კოჭი დაიზიანა.

19 წლის ესპანელი ფეხბურთელი მოედანს, დაახლოებით შვიდი კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. ამ პერიოდში, ბარსელონას, მის გარეშე მოუწევს თამაში, რა დროსაც, ესპარტი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

ამ დროის განმავლობაში, ესპარტი დაახლოებით ათ შეხვედრას გამოტოვებს. მათ შორის, ორს ჩემპიონთა ლიგაზეც, ასტონ ვილასა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები