მანჩესტერ სიტის მთავარი სამიზნე ჯამალ მუსიალა იქნება
The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" დიდ ტრანფერს გეგმავს. ზაფხულში "ქალაქელები" "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯამალ მუსიალას შეძენას შეეცდებიან. როგორც ცნობილი გამოცემა წერს, პეპ გვარდიოლას შეტევაში უფრო მეტი არჩევანი სურს და გერმანელი ფეხბურთელი მისი მთავარი სამიზნე იქნება.
Bayern Munich’s Musiala emerges as top target for Guardiola at Manchester City https://t.co/qMm8pLP2jy
— Guardian sport (@guardian_sport) April 18, 2024
თავის მხრივ, ბავარიელებს მუსიალას დაკარგვა არ სურთ. 21 წლის ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მას შემდეგ, რაც ჯამალმა "ნისლიანი ალბიონი" დატოვა და გერმანიის საუკეთესო გუნდს შეუერთდა, კლუბის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში მუსიალამ ყველა ტურნირზე 36 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლთან ერთად, 7 ასისტიც მიითვალა.