მანჩესტერ სიტი კაილ უოკერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, კაილ უოკერი და "მანჩესტერ სიტი" კონტრაქტის გახალგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავენ. მიუხედავად "ბაიერნის" ინტერესისა, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ დიდი ალბათობით ინგლისელი მცველი "ქალაქელების" რიგებში დარჩება.
EXCL: Man City and Kyle Walker are in talks over contract extension. Sources believe this is still a possibility despite interest from Bayern. 🚨🔵 #MCFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 19, 2023
Bayern want Walker but City are still in talks to discuss Kyle’s stay. pic.twitter.com/jW9DMXcEAN
რამდენიმე დღის წინ, თავად ფაბრიციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უოკერი მიუნხენის “ბაიერნს” უახლოვდებოდა. მისი თქმით, ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით მხარეებს შორის გარიგება არ შემდგარა, თუმცა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ კაილი გუნდს დატოვებდა. ჟოაუ კანსელუს წასვლის შემდეგ, ბავარიელები მარჯვენა მცველს აქტიურად ეძებენ.
წელს კაილ უოკერს “მანჩესტერ სიტისთან” ერთად არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა. გუნდმა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, “ქალაქელები” სამივე შესაძლო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ, პირველი გუნდი გახდნენ, რომლებმაც ტრებლის მოგება შეძლეს.
უოკერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “სიტის” მაისური 39-ჯერ მოირგო და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემას გაკეთება შეძლო.