Belive

მანჩესტერ სიტი 15 წლის ფეხბურთელის რეკორდულ თანხად შეძენას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტრებლის მოგების შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელი - ჯერემი დოკუ და იოშკო გვარდიოლი შეიძინა. გარდა ამისა, პეპ გვარდიოლამ პირველ გუნდში როკი ლუისი და ოსკარ ბობი დააწინაურა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, Athletic-ის ინფორმაციით, "სიტი" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს.

საუბარია 15 წლის ფინლი გორმანზე, რომელიც "ლიდსი იუნაიტედის" საკუთრებაა. თინეიჯერმა ფეხბურთელმა უკვე შეძლო და U18 პრემიერ ლიგაში რეკორდიც დაამყარა. გორმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (14 წლის და 326 დღის), რომელმაც დუბლი შეასრულა.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ დიდი ალბათობით ფინლი მეორე რეკორდსაც მოხსნის და გახდება ყველაზე ძვირადღირებული 15 წლის მოთამაშე ბრიტანულ ფეხბურთში.

ამჟამად, "ქალაქელები" ინტერესს ოფიციალურად არ იჩენენ, თუმცა, დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი შედგება.

იმის გამო, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, გორმანს ჯერ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს, სანამ 2025 წელს 17 წლის არ გახდება.

"ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ გუნდის საშუალო ასაკის შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეს საკვანძო მომენტია. როდესაც ფეხბურთელს ცვლი, ამ დროს მოთამაშეთა ასაკი დიდ როლს თამაშობს. ჩვენ შეიძლება გავიფორმოთ კოვაჩიჩი, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ვცდილობთ ახალგაზრდა დავიმატოთ. სპორტულ საკითხთან ერთად, ეს ფინანსურადაც მომგებიანია. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

შემდეგი მატჩი "მანჩესტერ სიტის" 25 ნოემბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი 16:30 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები