Belive

კლუბის ისტორიაში მეორე იაპონელი - ტომიასუ აიაქსში ითამაშებს

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონიის ეროვნული ნაკრების 27 წლის მცველი - ტაკეჰირო ტომიასუ აიაქსში ითამაშებს.

ტაკეჰირო ტომიასუ მეორე იაპონელი ფეხბურთელი იქნება აიაქსის ისტორიაში, რომელიც ამ კლუბის მაისურს მოირგებს. პირველად ეს ყველაფერი კო იტაკურამ შეძლო, რომელიც ამსტერდამულ გრანდში 2025 წლის ზაფხულში მიუნხენგლადბახიდან გადავიდა.

ტაკეჰირო ტომიასუ საკმაოდ გამოცდილი მცველია, მას წლების განმავლობაში ბოლონიაში, შემდეგ კი პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი არსენალში (2021-2025) უთამაშია.

ტომიასუმ არსენალთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 2025 წლის ზაფხულში გაწყვიტა, მას შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

27 წლის იაპონელი მცველი ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 42 თამაში ჩაატარა და გოლის გატანა ერთადერთხელ შეძლო.

სხვა სტატიები