Belive

"ჩემთვის ბელინგემი 10 ნომერი არ არის" - ვან დერ ვაარტი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს და ეს ესპანეთის ნაკრებია. დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში ინგლისი დაამარცხა, რომელმაც ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო.

გარეთ საუთგეიტის გუნდი მიმდინარე ტურნირზე საკმაოდ მძიმე ფეხბურთს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ფინალამდე მაინც მიაღწიეს, სადაც 2:1 დამარცხდნენ. გუნდის ლიდერები საკმაოდ სუსტ შეხვედრებს ატარებდნენ, მათ შორის ჯუდ ბელინგემიც. მიუხედავად სლოვაკეთთან გადარჩენილი შეხვედრისა, რთულია ჯუდისგან რაიმე დასამახსოვრებელი მომენტი მოგვაგონდეს. სწორედ ამ აზრს იზიარებს ლეგენდარული ნიდერლანდელი ვან დერ ვაარტი. მისი თქმით, ბელინგემი 10-ნომრიან მაისურს არ იმსახურებს.

"ჯუდ ბელინგემი არ არის ის მოთამაშე, რომელიც ბურთს რბილად დაამუშავებს. ის უბრალოდ ძლიერი ბიჭია, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ტემპს არ აგდებს. მის ზურგზე 10 ნომერი სადავოა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ატაროს ნომერი 10, მაგრამ ჩემთვის ის არ არის ნომერი 10." - განაცხადა ვან დერ ვაარტმა

ევრო 2024-ზე ბელინგემმა 7 შეხვედრა ჩაატარა, ჯამში 671 წუთი ითამაშა და 2 გოლთან ერთად 1 ასისტიც შეასრულა.

სხვა სტატიები