კარაგერი: "ჩელსი, არსენალი და სიტი, ლივერპულსა და მანჩესტერზე წინ ვერასდროს ვერ დადგებიან"
"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ - ჯეიმი კარაგერმა, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რამაც ბრიტანულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, ჯეიმი კარაგერი ლონდონური კლუბებისა და მანჩესტერის ლურჯი მხარის ბულინგის მსხვერპლი გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული ყოველთვის იქნებიან პრემიერ ლიგის ყველაზე დიდი კლუბები. ეს არასდროს შეიცვლება, მიუხედავად იმისა როგორი წარმატებულებიც არ უნდა იყვნენ სიტი, ჩელსი და თუნდაც არსენალი. ეს ორი გუნდი ყოველთვის იქნება ყველაზე დიდი.
ვიცი რომ დიდ კრიტიკას მივიღებ, თუმცა თუ რეალურად შეხედავთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ მე არ ვცრუობ.
ფეხბურთი არის ისტორია, გადახედეთ ისტორიას და შემდეგ ვიდავოთ..." - ჯეიმი კარაგერი
🗣️ Jamie Carragher: "Manchester United and Liverpool will always be the biggest clubs in the Premier League. That will never change, no matter how successful Man City and Chelsea are, those two will always be the biggest." 👀
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) January 23, 2025
Do you agree with Carra? 🤔 pic.twitter.com/Madi8gOb6m
შეგახსენებთ, რომ ჯეიმი კარაგერმა მთელი საფეხბურთო კარიერა მხოლოდ ერთ გუნდს "ლივერპულს" მიუძღვნა. მან მერსისაიდულ კლუბში 737 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად: ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერ თასი (2-ჯერ), ინგლისის ასოციაციის თასი (2-ჯერ), ინგლისის სუპერ თასი (2-ჯერ) და ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ მოიგო.