Belive

"უკეთესად ვთამაშობთ და ეს შედეგებზე არ აისახება" - რუბენ ამორიმი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტისთან 0:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ რუბენ ამორიმმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და გუნდის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. პორტუგალიელის თქმით ის სისტემის შეცვლას არ აპირებს, დანარჩენი კი გუნდის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

ამორიმს გასული წლის ნოემბრის შემდეგ პრემიერ ლიგის 31 მატჩში მხოლოდ 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

მე ჩემს ფილოსოფიას არ შევცვლი, თუ მათ (მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა) სურთ, რომ ეს შეიცვალოს კაცის შეცვლაც მოუწევთ. მე ჩემი გზით ვითამაშებ, სანამ რაღაცის შეცვლა არ მომინდება. ყველასი ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არ არის კარგი შედეგები, რომელიც მანჩესტერს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბევრი რამ არის, რის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვთ, რაც ბოლო თვეებში მოხდა.

მე ყველაფერი მესმის და ნორმალურია თუ რატო კარგავენ გულშემატკივრები რწმენას, მაგრამ არავის ვეთანხმები, რომ უკეთესად არ ვთამაშობთ. უკეთესად ვთამაშობთ და შედეგები ამას არ აჩვენებს, მესმის.

მე ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებ. რაღაცები ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ რასაც მე ვწყვეტ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე უფრო მეტად ვიტანჯები ვიდრე, ვინმე სხვა.

ჩვენ ვეთამაშეთ მწვრთნელს, რომელმაც პრემიერ ლიგის ექვსი ტიტული მოიგო და ჩვენ რაღაცის აშენებას ვგეგმავთ. ვცდილობთ ვიბრძოლოთ ყველას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა უკეთ უნდა ვითამაშოთ. ყოველთვის ერთი და იგივე კითხვაა ჩემს მიმართ.

გასულ წელს სიტისთან ფრედ ვითამაშეთ და ერთი მოვიგეთ, დღეს კი ცოტათი უკეთესებიც კი ვიყავით, მაგრამ მცირე დეტალებში ეს აშკარად არ იყო საკმარისი. გუნდში არ მინახავს არცერთი მოთამაშე, რომელიც მაქსიმუმს არ აკეთებდეს, დანარჩენი კი ჩემზეა. ზოგჯერ იმედგაცრუებული ვარ, მეჩვენება, რომ მეტი შეგვეძლო, მაგრამ დღეს ეს შეგრძნება არ მქონია. ეს ჩემი ბრალია და არა ფეხბურთელების. - რუბენ ამორიმი - მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი

მანჩესტერ იუნაიტედი 4 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა (1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). გასულ სეზონში რუბენ ამორიმის გუნდი მე-15 ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები