Belive

მანჩესტერ იუნაიტედს ჰოლანდის შეძენა 20 მილიონად შეეძლო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერლინგ ჰოლანდი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და ამას ფენომენალური მატჩებით ადასტურებს. "მანჩესტერ სიტის" მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში, ჰოლანდმა 54 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ნორვეგიის რიგებში, 29 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

მოვლენები შესაძლოა სხვა სცენარით განვითარებულიყო და ჰოლანდს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოერგო, თუმცა, "იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა ოლე გუნარ სოლსკიაერს არ დაუჯერეს და ნორვეგიელი ვარსკვლავი 20 მილიონ ევროდ არ გამოისყიდეს.

როდესაც მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი დაუყოვნებლივ შეძენა შევთავაზე. ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენდა, რომელსაც სხვა არავინ გადაიხდიდა და ეს უდიდესი გარიგება აღმოჩნდებოდა. - ოლე გუნარ სოლსკიაერი.

სხვა სტატიები