f**k you-სა და f**k off-ს შორის გვარდიოლა განსხვავებას ვერ ხედავს
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯუდ ბელინგემი, ლა ლიგის ბოლო ტურში, "ოსასუნასთან", საკამათო სიტუაციაში გააძევეს. ინგლისელს კონფლიქტი მთავარ არბიტრთან, ხოსე ლუის მონტეროსთან ჰქონდა. მსაჯმა ინგლისელს მოუწოდა პატივისცემით ელაპარაკა, რის შემმდეგაც ბელინგემმა რაღაც ჩაილაპარა, მსაჯმა კი მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მონტერომ აღნიშნა, რომ ჯუდმა მას შეაგინა ("გავიგონე როგორ მითხრა f**k you"). ბელინგემი კი ამბობდა, რომ მან უბრალოდ "f**k off" გამოიყენა და შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ამ თემის შესახებ აზრი პეპ გვარდიოლასაც ჰკითხეს.
ინგლისური ძალიან კარგად ვიცი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა განსხვავებაა f**k you-სა და f**k off-ს შორის. ყველაზე კარგია, როცა მსაჯს არაფრის საბაბს არ აძლევ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, ჰქონდა თუ არა ჯუდს მსაჯის შეურაცხყოფის განზრახვა.
შესაძლოა ცუდი სიტყვები გამოიყენო და ვინმე "შეურაცხყო", თუმცა თუ ამას სიცილით და ხუმრობით აკეთებ, ეს ხომ შეუარცხყოფად არ ითვლება? - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
"მანჩესტერ სიტი" დღეს "რეალს" სანტიაგო ბერნაბეუზე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მადრიდელებმა 3:2 მოიგეს. გვარდიოლა სტუმრად რეალის დამარცხების შანსებს 1%-ით აფასებს.