მანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიელებს შვებულება გაუხანგრძლივა
დიეგუ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალლების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა, თავის პორტუგალიურ დუეტს, ბრუნო ფერნანდეშსა და დიოგუ დალოს, თანაგრძნობის ნიშნად, შვებულება გაუხანგრძლივა - 28 წლის თავდამსხმელი და მისი ძმა, ანდრე სილვა, ხუთშაბათს, 3 ივლისს, გამთენიისას, ესპანეთის ქალაქ ჩერნადილაში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.
ბრუნო ფერნანდეში და დიოგუ დალო პორტუგალიაში, ჟოტას და მისი ძმის დაკრძალვას დაესწრნენ და დღემდე გლოვობენ. The Sun-ის ცნობით, ამის გამო, მანჩესტერი პორტუგალიელ ფეხბურთელებს დამატებით ერთკვირიან შვებულებას მისცემს. 'წითელი ეშმაკების' ფეხბურთელები, ამ კვირაში, სავარჯიშო ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ.
ბრუნო და დიოგუ გულნატკენები და შოკირებულები არიან დაკრძალვაზე დასწრების შემდეგ. იუნაიტედის ფეხბურთელები მათ გარშემო გაერთიანდნენ. მათ შესთავაზეს ერთკვირიანი გახანგრძლივებული შვებულება და კონსულტაცია/მხარდაჭერა. წყვილი ათი წლის განმავლობაში თამაშობდა ჟოტასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში და ერთად ერთა ლიგა სულ რამდენიმე კვირის წინ მოიგეს. - განუცხადა წყარომ THE SUN-ს
დაბრუნება/შეკრება გადადო ლივერპულმაც, რომელიც გასულ პარასკევს იყო დაგეგმილი. ამის ნაცვლად, ისინი დღეს შეიკრიბებიან. მერსისაიდული კლუბი პირველი წინასასეზონო მატჩის ჩატარებას კვირას, 13 ივლისს, პრესტონთან ჩაატარებს.