Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა კვების სააგენტოსგან უმცირესი შეფასება დაიმსახურა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკვები პროდუქტების ჰიგიენის რეიტინგში 5-დან 1 შეფასება მიიღო, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრები უმი ქათმით მოიწამლნენ.

შემთხვევა 21 ნოემბერს მოხდა, სტადიონზე გამართულ კორპორატიულ ღონისძიებაზე სტუმრები ჩიოდნენ რომ "უმი" ქათამი ჭამეს და თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. აღსანიშნავია, რომ კლუბი გაკვირვებულია საკვები პროდუქტების სტანდარტების ორგანიზაციის მიერ დაწერილი ასეთი დაბალი შეფასებით:

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამოცდილი კვების ინდუსტრია მსოფლიო სპორტში. ყოველწლიურად 250 000-ზე მეტი ადამიანი სადილობს მოედნის რესტორნებში და იმართება 300-ზე მეტი ღონისძიება.

ყოველ მატჩზე, ოლდ ტრაფორდის 28 სამზარეულოში, 8000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს ჩვენი კვების სერვისით. კლუბი ამაყობს მაღალი სტანდარტებით და ხუთვარსკვლავიანი რეიტინგით, რომელიც ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში დავიმსახურეთ.

ეს იყო ერთეული/გამონაკლისი ინციდენტი. გამოვლინდა და აღმოიფხვრა პრობლემის მიზეზებიც. კლუბში ყველას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ჩვენი ხუთვარსკვლავიანი სტატუსი - ნათვქამია მანჩესტერ იუნაიტედის სპიკერის განცხადებაში

სურსათის სტანდარტების სააგენტომ, 23 ნოემბერს ჩატარებულ ინსპექტირებაში დაადგინა, რომ სურსათის ჰიგიენური დამუშავება, მათ შორის მომზადება, გაცხელება, გაგრილება და შენახვა, ვერ ჯდება სტანდარტებში, ხოლო შიდა ინსპექტირების სისტემა, რომელმაც გაყიდული საკვების უსაფრთხოება უნდა შეამოწმოს, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.

სხვა სტატიები