მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი ჰარი კეინის მიმართ არ წყდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"წითელი ეშმაკების" მთავარ სამიზნედ კვლავ "ტოტენჰემის" 9 ნომერი ჰარი კეინი რჩება. მანჩესტერელები გეგმავენ, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის ინგლისის ნაკრების თავდასხმელი მათ რიგებში ითამაშებს.
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერი" საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ ლონდონელები კეინის ფასს შეამცირებენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ 29 წლის კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ბუნებრივია, რომ "დეზებს" არ სურთ მათი გამორჩეული მოთამაშის უფასოდ გაშვებას.
მიმდინარე სეზონში კეინს 36 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.