მანჩესტერ იუნაიტედი გუნდიდან 13 ფეხბურთელს უშვებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 13 ფეხბურთელს დაემშვიდობება.
ამის მიზეზი კი უაზროდ დიდი სახელფასო ბიუჯეტი და ფეხბურთელების არასათამაშო დროა.
ფეხბურთელების სია, რომლებიც სეზონის ბოლოს "წითელ ეშმაკებს" დატოვებენ:
- დინ ჰენდერსონი
- ერიკ ბაილი
- ჰარი მაგუაიერი
- ალექს ტელეში
- ბრენდონ უილიამსი
- სკოტ მაკტომინეი
- ენტონი ელანგა
- ენტონი მარსიალი
- ფილ ჯონსი
- აქსელ ტუანზებე
- ეთან გალბრეიტი
- ონდრეი მესტნი
- ჩარლი ველენსი
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მანჩესტერულ გუნდს კი 3 ტურია აქვს სათამაშო. ამ ეტაპისთვის ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილი გუნდი, 66 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.