Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ჰარი მაგუაიერისა და ენტონი მარსიალის გაყიდვას გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ახალი თავდამსხმელის შეძენას აპირებს. ამისათვის კი, "წითელი ეშმაკები" ჰარი მაგუაიერის, ენტონი მარსიალისა და ალექს ტელეშის გაყიდვას გეგმავენ.

მარსიალმა 2022/2023 წლების სეზონის უმრავლესობა ტრავმების გამო გამოტოვა. ფრანგმა 34 თამაშიდან მხოლოდ 14-ში მიიღო მონაწილეობა. მაგუაირმა კი სასტარტო შემადგენლობაში მას შემდეგ დაკარგა, რაც ზაფხულში კლუბს ლისანდრო მარტინესი შეუერთდა. ალექს ტელეში კი, სეზონის ბოლომდე იჯარით "სევილიაში" ასპარეზობს.

Manchester Evening News-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგს ზაფხულში მაღალი დონის ფორვარდის შეძენა სურს. ამისათვის გუნდს თანხა სჭირდება, ამიტომ ისინი სამი მოთამაშის გაყიდვას გეგმავენ. მანჩესტერელთა სამიზნე "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ფორვარდი ჰარი კეინი და "ნაპოლის" ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

სხვა სტატიები