"მან პარიზი უნდა დატოვოს" - პსჟ-ს გულშემატკივრები მესის აკრიტიკებენ
"რენთან" 2:0 მარცხის შემდეგ, ლიონელ მესი პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა, რამაც გულშემატკივრის კრიტიკა დაიმსახურა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, პარიზული კლუბის ფეხბურთელები გულშემატკივართან მივიდნენ და მარცხისთვის ბოდიში მოიხადეს. მათ გვერდით არ იდგა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლიონელ მესი. არგენტინელი მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ გაეშურა.
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) March 19, 2023
მსოფლიო ჩემპიონის ამ საქციელმა პარიზელი გულშემატკივრის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სოციალურ ქსელში მათ ემიცებს არ მალავენ:
"გთხოვთ გაუშვით! ის აქ ყოფნას არ იმსახურებს!"
"დროა "ბარსელონაში" დაბრუნდე"
"ის ზედმეტად ამაყია"
უკვე დიდი ხანია მესის გარშემო ჭორები არ წყდება. სპორტული საიტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლიონელს პარიზის დატოვება სურს. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ლეომ ერთ-ერთი ვარჯიში დროზე ადრე დატოვა, რადგან გალტიეს სამწვრთნელო უნარებით უკმაყოფილო დარჩა. ამ სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ არგენტინელს "პსჟ-სთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
შეგახსენეთ, რომ ლეო ,,პსჟ-ს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.