Belive

მესი: "ჩემი ცრემლები გოლს არ მოჰყოლია, ცუდი დღეები გავიარე"

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა საოცრად ჩაატარა. 38 წლის არგენტინელმა ალჟირს ჰეთ-თრიქი შეუსრულა და არგენტინამ 3:0 გაიმარჯვა. ამ გოლებით ლეომ უამრავი რეკორდი დაამყარა და მათ შორის გამორჩეული ისაა, რომ ყველა დროის ბომბარდირებში მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა (16 გოლით). პირველი გოლის შემდეგ, მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა, რაზეც ჟურნალისტებმაც ჰკითხეს, როგორც აღმოჩნდა, ლეოს ემოციურობა სპორტულ შედეგებთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული.

ჩემი ცრემლები? სპორტთან სრულიად კავშირში არ მყოფი საკითხია, რამდენიმე რთული დღე გამოვიარე. მადლობელი ვარ მთელი დელეგაციის, ჩემი თანაგუნდელების. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ თავი კარგად მეგრძნო.

მიყვარს ფეხბურთის თამაში, ეს ბავშვობიდან ჩემი გატაცება იყო. როცა კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ.

ეს ჩემი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და დღემდე ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ. რაც შეეხება გულშემატკივრებისადმი ჩემს გზავნილს, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მათ, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არგენტინა გამონაკლისი შემთხვევაა. მათ კვლავ შეავსეს სტადიონი, არ ვიცი 80 000 მაყურებელი იყო თუ მეტი.

ის განცდა, რომ მათი წყალობით საკუთარ მიწაზე ვთამაშობთ, ყოველთვის უზარმაზარ უპირატესობას გვაძლევს. - განაცხადა მესიმ

სხვა სტატიები