Belive

"მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს მღელვარება და საკუთარი თავი უნდა იპოვოს" - La Gazzetta dello Sport

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ბრაგა 2:0 დაამარცხა და ნეაპოლური გუნდი ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდა.

იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport ნაპოლის გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობას გამოეხმაურება:

"ნაპოლის" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რომელიც აღადგენდა მათ თავმოყვარეობას და საშუალებას მისცემდა გამარჯვების გემო მარადონას სტადიონზე ისევ დაებრუნებინა, სადაც სექტემბრის მერე არ მოუგია (ბოლოს ეს სერია ა-ში უდინეზეს წინააღმდეგ მოახერხა). ნაპოლი ზედიზედ მესამედ გადის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და ეს არ არის პატარა ამბავი, რადგან გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და ცოტათი რთული სეზონის მიუხედავად, შედეგი მაინც ძალიან კარგია.

ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია კვარაცხელიას ფაქტორია. კვარას კიდევ ერთი საკმაოდ ერთგვაროვანი თამაში იყო. ქართველმა კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი გაუშვა - არა ისეთი, როგორც იუვესთან, მაგრამ მაინც გასატანი იყო. კვარა ვერ გათავისუფლდა, აკეთებს დრიბლინგს, ურტყამს. მას გოლი სჭირდება, რადგან დაიბრუნოს ის ნიჭი, რომელიც ქართველს აქვს და ეს წინა სეზონშიც გამოჩნდა. მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს მღელვარება და საკუთარი თავი უნდა იპოვოს.

სხვა სტატიები