"მამარდაშვილს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა" - ესპანური პრესა ქართველის თამაშს ეხმაურება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ქართველმა ფეხბურთელმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ლუმის წინააღმდეგ შესანიშნავი მოგერიება ჰქონდა, თუმცა დამატებაზე გაუტანეს. ნახევარი საათის შემდეგ, მას დუარტეს წინააღმდეგ კიდევ ერთი სეივი ჰქონდა. მეორე ტაიმში "ალავესს" ის განსაკუთრებულად არ შეუწუხებია" - წერს as.com-ი."ვალენსია" ლა ლიგაში ჩატარებული 24 შეხვედრის შემდეგ 30 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს "ღამურები" "ბარსელონას" წინააღმდეგ 20 თებერვალს გამართავენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.