ჟოან გარსია და ჯანლუიჯი დონარუმა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები არიან
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Transfermarkt-მა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და ჯანლუიჯი დონარუმა ყველაზე ძვირადღირებული მეკარე აღარ არის, მის გვერდით ახლა ჟოან გარსიაცაა. როგორც იტალიელი, ასევე ესპანელი ერთი ფასი ღირს და ორივეს ღირებულება 45 მილიონი ევროა. ჟოან გარსიას ფასი აქამდე 40 მილიონი ევრო იყო, განახლების შემდეგ კი ის მეორე ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესოა გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება, რაც ჯერჯერობით უცვლელია და მისი ფასი კვლავ 28 მილიონ ევროს შეადგენს, მამარდა მსოფლიო მეკარეების ღირებულებებს შორის მე-13 ადგილს იკავებს.
15 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე მსოფლიოში - Transfermarkt