მამარდაშვილი: "სამწუხაროა, რომ ესპანეთი შეგვხვდა - ჩემპიონები გახდებიან"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთთან 4:1 დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჩვენი ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა. "ფურია როხას" უდიდესი უპირატესობა ლოგიკურ შედეგში აისახა და მიუხედავად იმისა, რომ ლე ნორმანდის ავტოგოლით დავწინაურდით, ესპანელებმა პირველივე ტაიმში გათანაბრება მოახერხეს, მეორე ნახევარში კი ჩვენს გუნდს შანსი არ დაუტოვეს.
საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ჩვენგანმა სრული თავდადებით ითამაშა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
მერვედფინალში წაგება სამწუხაროცაა და საბედნიeროც, რადგან ცოტა ხნის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ეს შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ესპანეთი ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონებიც გახდებიან. სამწუხაროა, რომ სწორედ ისინი შეგვხვდნენ. ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
გულშემატკივრებმა ჩვენი ძალების უნდა ირწმუნონ, რადგან მათ მომავალში ისევ გავახარებთ. - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა
გიორგიმ ტურნირი 29 სეივით დაასრულა, რაც ევრო 2024-ზე საუკეთესო მაჩვენებელია. მამარდა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომლის დამატებაზეც დიდი კლუბები ფიქრობენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ვალენსია" მის შენარჩუნებას შეძლებს.