Belive

MARCA: "ლუნინთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობიდან ქართული ფეხბურთის სასწაულამდე"

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალურ დაპირისპირებამდე, ესპანური MARCA გიორგი წიტაიშვილს სტატიას უძღვნის. ესპანელების ყურადღება ახლა მხოლოდ ჩვენი ნაკრების ირგვლივაა და ისინი საფუძვლიანად სწავლობენ მომავალი მეტოქის ყველა იმ დეტალს, რაც მათ გამარჯვებაში დაეხმარება.

გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთია იმ 82 მოთამაშიდან, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს იმ ქვეყნის ნაკრებში, რომელშიც არ დაბადებულა, თუმცა მისი ეთნიკურად ქართველობა ერთი წამით არ იწვევს ეჭვებს. მამა, კლიმენტი, საქართველოს ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტად (14 წლის) ითვლება. შემდეგ ის ემიგრაციაში წავიდა ისრაელში - იქ 3 კლუბის მაისურით ითამაშა და იქვე დაიბადა მისი ვაჟიც.

ბარსელონაში ყოფნა

გიორგიმ, მამამისის, ახლანდელი ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელის კონტაქტებით ისარგებლა და "ბარსელონაში" საკუთარი თავი 11 წლის ასაკში გამოსცადა. კლუბს ის მოეწონა, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ დაარეგისტრირა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, თემური ქეცბაიას მეშვეობით, "დინამო კიევის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და უცებ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც აღმოჩნდა. "დინამოში რომ გამოვჩნდი, ახალგაზრდული გუნდებიდან გამომიძახეს" - ამბობს წიტაიშვილი.

ის არამარტო გამოიძახეს, არამედ წიტაიშვილმა მთავარი როლი შეასრულა 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. გიორგიმ ფინალში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. უკრაინელებმა სამხრეთ კორეას 3:1 აჯობეს.

მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩვენი და ვისაც არ სჯეროდა. ჩვენ ამას ვიმსახურებდით. როგორც გუნდმა, ჩვენ ისტორია დავწერეთ უკრაინისთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის. გმადლობთ ამ ზღაპრისთვის - წერდა გიორგი სოციალურ ქსელში მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

წიტაიშვილმა უკრაინა 21 წლის ასაკში დატოვა და მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.

არ ვამბობ, რომ არ მინდოდა უკრაინის ნაკრებში თამაში. დახმარება მინდოდა, მაგრამ როგორც კი ქართული პასპორტი დამიბრუნდა, გადაწყვეტილება მივიღე მეთამაშა საქართველოსთვის. ეს ჩემი და ყველა ჩემი ნათესავის ოცნება იყო და მათ ეს იცოდნენ - წიტაიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

გიორგიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ და ქართველებისთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზეც, ჯგუფში სამივე შეხვედრაში ითამაშა, ხვალ მასსა და საქართველოს ნაკრებს, მერვედფინალში, ესპანეთის უძლიერესის ნაკრები ელოდებათ.

სხვა სტატიები