Belive

მამარდაშვილმა კვლავ ძირითადში ითამაშა და ლივერპულის შემადგენლობაში საუკეთესო იყო

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალი სეზონის დაწყების წინ, დღეს ლივერპულმა მე-2 ამხანაგური შეხვედრა გამართა (Premier League Summer Series). ანდონი ირაოლას გუნდმა ამჯერად რექსემს 1:0 მოუგო.

მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანეს.

ქართველმა მეკარემ მეტოქის 3 დარტყმა მოიგერია და 18-დან 12 ზუსტი გადაცემა (67%) შეასრულა.

Flashscore-სა და Sofascore-ს მონაცემებით, მამარდაშვილს ლივერპულის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა - Flashscore-მა მისი თამაში 7,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა კი - 7,6-ით.

ლივერპული მომდევნო მატჩს კვირას ღამით, 00:00 საათზე, ლიდსის წინააღმდეგ გამართავს.