Belive

მამარდაშვილი: "საკუთარ კედლებში თამაში გაცილებით მარტივია, რადგან ხალხი გვეხმარება"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელსაც თამაშში 7 სეივი ჰქონდა და რამდენჯერმე ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგიმ "ვალენსიას" ოფიციალური არხის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ქულით ბედნიერია, თუმცა განსაკუთრებულს არაფერს გრძნობს:

მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა უდიდესი კლუბის წინააღმდეგ და ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ქულის მოპოვება შევძელით, რადგან ეს დავიმსახურეთ. ძალიან რთულია, ბარსელონას წინააღმდეგ, ტემპი 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნო. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. მესტალიაზე თამაში გაცილებით გვიმარტივდება, რადგან გულშემატკივრები გვეხმარებიან - თქვა გიორგი მამარდაშვილმა

ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ადგილზეა და 19 დეკემბერს, რაიო ვალეკანოს სტუმრად შეხვდება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა და 22 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები