Belive

მაინცის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500 კგ-იანი ბომბი აღმოაჩინეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიაში, ,,მაინცის'' სტადიონთან ახლოს, რემონტის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500-კილოგრამიანი ამერიკული საჰაერო ბომბი ნახეს, რომლის დეაქტივაცია დღეს იგეგმება.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტერიტორიიდან 4 000 ადამიანამდეა ევაკუირებული და მანამ, სანამ ვითარება უსაფრთხო არ იქნება, მოძრაობაც შეიზღუდება.

სწორედ ამ მიზეზით, ,,მაინცს'' ,,კიოლნთან'' წინასამატჩო პრესკონფერენციის გადატანა მოუწია.

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების აღმოჩენა დღემდე გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ათასობით ტონა აუფეთქებელი ბომბია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტადიონთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს - მსგავსი რამ 2015 წელს დორტმუნდში, ,,სიგნალ იდუნა პარკთანაც'' მოხდა.

სხვა სტატიები