გასულ სეზონში პრემიერლიგის მატჩებს 15 მილიონამდე მაყურებელი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია
უეფას მონაცემებით, 2023-2024 წლების სეზონში ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგის მატჩებს სულ 111 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით მეტია.
დასწრების საერთო რაოდენობით პირველ ადგილს ინგლისის პრემიერლიგა იკავებს, რომელსაც გასულ სეზონში 14.7 მილიონი ადამიანი დაესწრო. ამ მხრივ მეორე ადგილზე გერმანიის ბუნდესლიგაა (12.1 მილიონი), მესამეზე კი იტალიის სერია A (11.7 მილიონი).
საინტერესოა, რომ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში (ჩემპიონშიფი) სტადიონებზე 12,7 მილიონი ადამიანი მივიდა, რაც ევროპაში მეორე მაჩვენებელია.
ევროპის უმაღლესი ლიგების Top ხუთეული სტადიონზე დასწრების მიხედვით (2023-2024 წლები):
ინგლისის პრემიერლიგა - 14.7 მილიონი; საშუალო დასწრება - 38,684
გერმანიის ბუნდესლიგა - 12.1 მილიონი, საშუალო დასწრება - 39,670
იტალიის სერია A - 11.7 მილიონი; საშუალო დასწრება - 30,789
ესპანეთის ლა ლიგა - 11 მილიონი; საშუალო დასწრება - 28,947
საფრანგეთის ლიგა 1 - 8.2 მილიონი; საშუალო დასწრება - 26,797