Belive

მაიკლ კერიკი: "რაც იქნება, იქნება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა აღიარა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ არაფერი იცის. მას შემდეგ, რაც კვირას მანჩესტერ იუნაიტედი ბორნმუთთან განადგურდა, კერიკი თანამდებობიდან გათავისუფლების ზღვარზე აღმოჩნდა.

ოთხშაბათს კომოსთან განცდილი დამამცირებელი მარცხის (4:1) შემდეგ, იუნაიტედმა კიდევ ერთი კატასტროფული თამაში აჩვენა და მარკო როზეს გუნდთან 3:0 დამარცხდა.

კერიკი, რომელმაც კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში სათადარიგოთა სკამზე დატოვა, იტალიაში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ უკვე ისედაც მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც იუნაიტედის მოუგებელი სერია ცხრა მატჩამდე გაიზარდა, 45 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისი ბედი უკვე აღარ არის მის ხელთ.

სიტუაციას სრულად ვაცნობიერებ, გულწრფელად რომ ვთქვა, კონკრეტულს არაფერს ველოდები. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ და ეს ადგილი ძალიან მიყვარს. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც ჩემი აზრით, საფეხბურთო კლუბისთვის საუკეთესო იქნება - მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოკლედ, სულ ეს არის, რაც იქნება, იქნება. - განაცხადა კერიკმა

მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდისთვის ბოლო რვა მატჩში მეხუთე მარცხი იყო, იუნაიტედის გულშემატკივრებმა კერიკი აპლოდისმენტებით გააცილეს, როდესაც ის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანს ტოვებდა. მან მოედანი თამაშიდან 2 საათის შემდეგ დატოვა, რადგან ხელმძღვანელობასაც შეხვდა. კერიკი, შესაძლოა, სწორედ იმ მატჩის შემდეგ გააცილეს ტაშით, რომელიც მისთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, უკანასკნელი აღმოჩნდება.

სხვა სტატიები