Belive

წარმოუდგენელი შედეგი | კომომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში კომომ ლანსი სტუმრად 1:9 დაამარცხა.

შედეგად, ფაბრეგასის გუნდმა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) სტუმარმა გუნდმა მატჩში 9 გოლის გატანა პირველად შეძლო (რეკორდი იყო 8 გოლიც).

გარდა ამისა, აქამდე სტუმრად 8-ბურთიანი უპირატესობით არავის მოუგია. დღემდე საუკეთესო შედეგი 7 ბურთით მოგება იყო, რომელსაც 3 გუნდი (მარსელი, შახტარი, ლივერპული) იყოფდა.

ასევე, კომო პირველი იტალიური გუნდია ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, რომელმაც გასვლაზე მინიმუმ 9 გოლის გატანა შეძლო (აქამდე იტალიურ გუნდებს სტუმრად 7 გოლიც არ ჰქონდათ გატანილი).

სხვა სტატიები