მაიკლ ანტონიომ სირბილი დაიწყო
მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "ვესტ ჰემის" იამაიკელმა ფორვარდმა, მაიკლ ანტონიომ ფეხი მოიტეხა, მან კი უკვე სირბილი დაიწყო. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
წინა წლის 7 დეკემბერს, ანტონიო საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ფერარი ხეს შეეჯახა ეპინგში, ესექსში. ინციდენტის შედეგად მას წვივის მოტეხილობა დაუდგინდა. 260-ათასიანი ავტომობილი კი სრულად განადგურდა. ანტინიომ საავადმყოფოში 1 თვე გაატარა, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესი სახლში გააგრძელა. ანტონიო 12 დღით დუბაიში "თბილ საწრთვნელ ბანაკში" გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი პროგრესი აჩვენა - ფეხბურთელი უკვე დარბის, წინ სპრინტები, ხტომა და ბურთთან ერთად ვარჯიშია.
Michail Antonio back running less than three months after horrifying car crash
— Mirror Football (@MirrorFootball) February 21, 2025
✍️ @RyanTaylorSport https://t.co/SZ4XrOzKYi pic.twitter.com/IO3kIpbwwf