Belive

"პრემიერ ლიგა მიქაუტაძეს უახლოვდება" - Fichajes

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ინგლისური, პრემიერ ლიგის გუნდი "ვესტ ჰემი" მუშაობს, ინფორმაციას სპორტული გამოცემა Fichajes აქვეყნებს. წყაროს ცნობით ლონდონური კლუბი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

პრემიერ ლიგა მიქაუტაძეს უახლოვდება, 24 წლის ფორვარდმა დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც საჯარიმოში მარტივად გადაადგილება შეუძლია, ასევე თანაგუნდელებს მომენტებს უქმნის. "ლიონში" მისი ზრდა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ინგლისში მიაჩნიათ, რომ მისი უნარ-ჩვევები იდეალურად მოერგება პრემიერ ლიგას. სწორედ ამიტომ "ვესტ ჰემი" საიმედო შემტევით გაძლიერებას გეგმავს, მიქაუტაძე კი მომავალი სეზონისთვის მათ სიაშია. ლონდონური გუნდი ერთადერთი არ არის ვინც მას თვალყურს ადევნებს. - Fichajes

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით არასრული 36 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ დროის განმავლობაში კი მას 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები