Belive

როცა ტრაორე საცემად მოგდევს - რა მოხდა ჩელსისა და ვესტ ჰემის მატჩში?

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსის მიერ ვესტ ჰემთან (3:2) მოგებული მატჩი ქაოსში გადაიზარდა, რაც დამატებულ დროში დიდი ჩხუბის შემდეგ დაიწყო. ჟან-კლერ ტოდიბოს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს მას შემდეგ, რაც „სტემფორდ ბრიჯზე“, ჟოაო პედროს ყელში სწვდა.

შეხლა-შემოხლა მაშინ დაიწყო, როდესაც ჟოაუ პედრომ, რომელმაც ჩელსის ქამბექში მთავარი როლი ითამაშა (როცა ის შემოვიდა, ჩელსი 0:2-ს აგებდა). ადამა ტრაორეს ხელი ჰკრა. ტრაორე, თავის მხრივ, მარკ კუკურელასთან ჩხუბში იყო ჩართული. ადამა ტრაორეს ჟოაუ პედროსკენ 'გაწევა' სოციალური ქსელების მთავარ თემად იქცა.

სანამ მსაჯი, ენტონი ტეილორი მონიტორთან გამოიძახეს, VAR-მა ინციდენტი კარგად შეისწავლა. „განხილვის შემდეგ - ვესტ ჰემის 25-ე ნომერმა ჩელსის 20-ე ნომერს ყელში ხელი მოჰკიდა, ამიტომ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება წითელი ბარათია (ძალადობრივი საქციელის გამო)“ - თქვა ტეილორმა.

აშკარა იყო, რომ ჩხუბში ტოდიბოს გარდა სხვა ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ და არანაკლები ძალადობით გამოირჩეოდნენ, თუმცა წითელი მხოლოდ ფრანგს ერგო.

სხვა სტატიები