Belive

მაიკ დინი - ის ყველაზე საშინელი მენეჯერია, რომელიც ოდესმე მინახავს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის სახელოვანი არბიტრი - მაიკ დინი აღნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი არ არის ყველაზე საშინელი მენეჯერი, რომელიც ოდესმე უნახავს. დინი, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ელიტის მატჩებს უმაღლეს დონეზე უძღვება, პროფესიონალური სამსაჯო კარიერის დასრულების ზღვარზეა. რეფერიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პრემიერ ლიგას ნაწილობრივ დაემშვიდობება. მომავალ წელს, მაიკ დინი მატჩის მთავარი არბიტრის ნაცვლად, ვიდეო რეფერის ამპლუაში მოგვევლინება. პროფესიონალური სამსაჯო კარიერის განმავლობაში, რეფერის არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, რასაც პრემიერ ლიგის ვარსკვლავებისა და არანაკლებ სახელოვანი მენეჯერების უკმაყოფილება მოჰყვა. ყველასათვის მოულოდნელად, რეფერიმ აღნიშნა, რომ არსენ ვენგერი გაცილებით უფრო საშიში იყო, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონი.
"პრემიერ ლიგის ყველაზე საშინელ მენეჯერად არსენ ვენგერს დავასახელებ. "არსენალის" თამაშების განსჯა ყოველთვის რთულია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "მეთოფეებს" ვენგერი წვრთნიდა". "მისი მოედანზე ყოფნაც კი საკმარისი იყო - ვენგერს "არსენალისთვის" ყოველთვის საუკეთესოს მიღება სურდა და თუ რაიმე ფორმით შეეძლო შენზე ზეგავლენის მოხდენა, ამას აუცილებლად აკეთებდა. პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, მას შევხვდი და შემიძლია გითხრათ, რომ დიდებული ადამიანია. ისევე როგორც არბიტრები, მატჩის დასრულებისა და თეთრი ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ყველა სხვანაირია - ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ", - აღნიშნა დინმა.

სხვა სტატიები