მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველს, დანიელ კარვახალსკორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
30 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მატჩის შემდეგ მას COVID19 დაუდგინეს. ახლა ესპანელი განაპირა მცველი თვითიზოლაციაში გადავა და ბილბაოს "ატლეტიკთან" ფინალურ მატჩს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" მეორე ნომერმა თეთრების შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს "ატლეტიკი" და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16 იანვარს საუდის არაბეთში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.