Belive

ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ჯუდ ბელიგემი ლა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ინგლისელმა საუკეთესოობისთვის ბრძოლაში ვინისიუს ჟუნიორს (რეალი), ტაკეფუსა კუბოს (რეალ სოსიედადი), არტიომ დოვბიკს, ალეიშ გარსიას (ჟირონა), ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო), ისკოს (ბეტისი), კირიან როდრიგესსა (ლას პალმასი) და ალექსანდერ სორლოტს (ვილიარეალი) აჯობა.

ბელინგემმა ლა ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 19 გოლი და გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი გუნდი კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები