"მადლობა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს" - რასმუს ჰოილუნი
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხანგრძლივი კრიტიკისა და მშრალი სერიის შემდეგ, რასმუს ჰოილუნმა საკუთარი თამაში იპოვა და უკანასკნელ ტურებში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერად მოგვევლინა.
პრემიერ ლიგის უკანასკნელ 6 ტურში, ჰოილუნმა 7 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. სწორედ მისი დუბლის შედეგად შეძლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლუტონის" დამარცხება. მატჩის დასრულების შემდეგ, დანიელმა შემტევმა მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
მინდა მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, რადგან ნდობა გამომიცხადეს და ჩემი სჯეროდათ. ვიცოდი, რომ აუცილებლად დავიწყებდი გოლების გატანას და მშრალი სერია შეწყდებოდა. ახლა, მსურს ამ შემართებით გავაგრძელო. - რასმუს ჰოილუნი.
🔴🇩🇰 Rasmus Hojlund: “Let me say thanks to my teammates and the coach because they have showed me great confidence and kept believing in me".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 19, 2024
"I knew as well that I could score goals but of course it was annoying I didn't score in the Premier League. Now, I want to keep going". pic.twitter.com/ecuhIGQ6IC