რუნი: ,,რონალდუს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მახინჯი იყო''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ, BBC Radio 5-ის სპორტულ პოდკასტში კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა:
,,რონალდუს ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა. როცა ხუმრობდა, რაღაცით ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოგაგონებდათ.
სარკეში იხედებოდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ლამაზი იყო... მე კი, რომელსაც მისნაირი გარეგნობა არ მქონდა, ყოველთვის ვპასუხობდი, რომ მახინჯი იყო. რა თქმა უნდა, ვეხუმრებოდი, მაგრამ მაინც ბრაზდებოდა.'' - უეინ რუნი
რონალდუ და რუნი ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' ერთად 2004-2009 წლებში თამაშობდნენ.
ფეხბურთელებმა ამ პერიოდში ინგლისის პრემიერლიგა (3-ჯერ), თასი, ლიგის თასი (2-ჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.