Belive

რატომ არ სურდა ანჩელოტის მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა? - სოლსკიაერი საინტერესო ამბავს იხსენებს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანმა ფეხბურთელმა და შემდეგში მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კარლო ანჩელოტის შესახებ საინტერესო ისტორია გაამხილა. ნორვეგიელი სპეციალისტი ამბობს, რომ იტალიელს მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა არასდროს სდომებია.

"მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის მატჩის დროს, მე ჩემს ტექნიკურ ზონაში ვდგავარ, მეოთხე მსაჯი ჩემს გვერდითაა. კარლო ანჩელოტი ჩვენთან მოდის, პრაქტიკულად ჩემს ტერიტორიაზე და მსაჯი ეუბნება: "კარლო, შენს ზონაში უნდა დაბრუნდე, თუ რა თქმა უნდა ოლეს სამსახურის მიღება არ გინდა". ანჩელოტიმ უპასუხა: "არა, არა, არა. ძალიან დიდი ზეწოლაა. ეს სამუშაო ძალიან დიდი ზეწოლაა". მე გავიფიქრე: "ზეწოლა პრივილეგიაა". სხვათა შორის ისიც ყოველთვის ამას ამბობს", - აღნიშნავს სოლსკიეაერი BBC-სთან ინტერვიუში.

ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელობის პირობებში, მანჩესტერ იუნაიტედს სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა: პრემიერ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა, რომელიც ვილიარეალთან პენალტების სერიაში წააგო.

სხვა სტატიები