Belive

"მადლობა ლევანდოვსკის იმისათვის, რასაც ჩვენს კლუბში გადმოსასვლელად აკეთებს" - ბარსელონას პრეზიდენტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ბაიერნის" ვარსკვლავის - რობერტ ლევანდოვსკის გარშემო ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი დასასრულს უახლოვდება. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, კატალონიური გრანდის პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს. ჟოან ლაპორტის მტკიცებით, "ბლაუგრანამ" რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე, "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მიმართა.

"რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე, "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მივმართეთ და ახლა გერმანული კლუბის პასუხს ველით. ვიმედოვნებ, გერმანელებისგან პოზიტიურ გამოხმაურებას მივიღებთ. მინდა რობერტ ლევანდოვსკის მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენს კლუბში გადმოსასვლელად აკეთებს", - აღნიშნავს ჟოან ლაპორტი.

სხვა სტატიები