,,მადლობა ღმერთს, თავდამსხმელია!'' - რას წერენ ნიუკასლის ფანები ვახტანგ სალიაზე
,,დინამო თბილისის'' თავდამსხმელი, ვახტანგ სალია მომავალი წლის ზაფხულიდან კარიერას ,,ნიუკასლში'' გააგრძელებს.
,,კაჭკაჭების'' სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
,,მადლობა ღმერთს, ეს ფეხბურთელი თავდამსხმელია და არა - მეკარე.''
,,ისაკი 10 ნომერზე უნდა დავაყენოთ და უნდა გვყავდეს ცხრიანი, რომელიც ბურთს დაიჭერს და გოლებს გაიტანს.''
,,ძალიან კარგი ტრანსფერია მომავლისთვის!''
,,ფეხბურთელი, რომელიც პირველ გუნდში ვერასდროს ითამაშებს...''
,,კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოს საუკეთესო გუნდში!''
,,საქართველოს ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაში 1 სეზონიც კი არ უთამაშია და ვისგან მიიღო მაღალი შეფასებები? მოდის ლიგიდან, რომელიც ინგლისის სამოყვარულო ლიგების დონისაა. ასეთ ტრანსფერებზე მუშაობენ ჩვენი სკაუტები? ეს ბიჭი, ალბათ, პრემიერლიგას ვერასდროს ნახავს.''
,,დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ეს ის არის, რაც ახლა გვჭირდება?''
ვახტანგ სალიას ანგარიშზე ,,დინამო თბილისის'' ძირითადი გუნდის მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ახალგაზრდა ფორვარდს საქართველოს 17,19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.