Belive

"მადლობა გასაოცარი მომენტებისთვის" - ნაპოლი ელმასს დაემშვიდობა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ელიფ ელმასმა "ნაპოლი" დატოვა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ელმასმა "ლაიპციგთან" კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა.

24 წლის ნახევარმცველმა "პარტენოპეის" რიგებში 5 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, სერია A-ს 143 მატჩში 13 გოლის გატანაც შეძლო. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, "ნაპოლი" ელმასს დაემშვიდობა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

მადლობა მღელვარებისა და გასაოცარი მომენტებისთვის. ახალი გამოწვევა გელის და ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. ნახვამდის, ელიფ. -

სხვა სტატიები