ბონუჩი: "კონტე ნაპოლის მინიმუმ მე-2 ადგილზე გაიყვანს"
"ნაპოლიმ" შეკრება უკვე დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავს (იმ ფეხბურთელების გამოკლებით, რომლებიც შვებულებაში არიან). აშკარაა, რომ ანტონიო კონტე გუნდში დიდი ამბიციითა და პროექტით მოვიდა. დაიტოვა გუნდის კაპიტანი დი ლორენცო, რომლის წასვლაც თითქმის გადაწყვეტილი იყო. დაიმატა მარცხენა მცველი სპინაცოლა და ცენტრალური მცველი ბონჯორნო. მის გეგმებში შედის ხვიჩა კვარაცხელია, რომლის გარშემოც თამაშის აგებას აპირებს. ლეონარდო ბონუჩიმ ნაპოლის მომავალი სეზონი პოზიტიურად შეაფასა.
სრულად ვეთანხმები, რომ კონტე სერია A-ში მეორე ადგილს მაინც დაიკავებს. გასული სეზონის ყველა სირთულის შემდეგ, ნაპოლიმ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. მათ გუნდში მიიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას.
ნაპოლის ძლიერი და მაღალი ხარისხის შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ კონტე ძალიან კარგად ითამაშებს. - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის წინა სეზონი ჩაუვარდა და სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა. მთელი წლის განმავლობაში, გუნდმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და თამაშის იმ ხარისხს ვერცერთ შემთხვევაში მიუახლოვდა, რასაც კლუბი ლუჩიანო სპალეტის დროს აჩვენებდა. ანტონიო კონტემ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.