"ლურჯ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა" | ნაპოლის ვებგვერდი კვარაცხელიას შესახებ წერს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ვარსკვლავი დაიბადა", - წერს "ნაპოლის"ოფიციალური ვებგვერდი მხატვრულად გაფორმებულ ტექსტში. ვკითხულობთ, რომ კვარა "ნეაპოლის" ლურჯ ცაზე ბრწყინავს - ფეხბურთელი, რომლის უზადო, აბრეშუმივით მსუბუქი დარტყმა და ზუსტი ცაცია გუნდის გულშემატკივრის გულს კუპიდონის ისარივით მოხვდა.
"კვარა ოქროს ბიჭუნაა, რომელსაც ცივი თვალები და კრისტალური ტალანტი აქვს. უწოდეთ "ქართველი", ან უბრალოდ, "ფენომენი". მისთვის, დღევანდელი დღე დიეგო მარადონას სტადიონზე პირველი დიდების საღამოა. ისტორია დაწერილია, ლურჯ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა"...
კვარას გოლები
იქნებ გოლები ნანახი არ გქონდეთ, ან რატომაც არა, კიდევ ერთხელ სანახავია - დატკბით კვარას უზადო შესრულებით.კვარაცხელიას პერფორმანსს გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი და "ჰალის" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე, რომელმაც ფონდის სახელით, ახალი პროექტი დააანონსა.
შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს "ნაპოლი" 28 აგვისტოს, "ფიორენტინასთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.