Belive

ლუქსემბურგმა სინანის წითელი ბარათი გაასაჩივრა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიხტენშტეინთან გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების ლიდერს - დანელ სინანის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. სინანიმ უმნიშვნელო შეხვედრაში მიიღო წითელი ბარათი, რის გამოც, საქართველოსთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ, წითელი ბარათი გაასაჩივრა. ფედერაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აპელაციას დააკმაყოფილებს და თბილისში გასამართ მატჩში, ლუქსემბურგს ლიდერი დაეხმარება.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის პლეი-ოფის მატჩები 2024 წელს გაიმართება. C-ლიგის ნახევარფინალებში, 21 მარტს საბერძნეთი ყაზახეთს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ფინალი 26 მარტსაა ჩანიშნული და საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს/


სხვა სტატიები