Belive

ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი: ,,წავაგეთ გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არ არის''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლუქსემბურგის'' ნაკრების მცველმა, მაქსიმ შანომ, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში წითელი ბარათით დაისაჯა, საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან გაბრაზებული ვარ! განსაკუთრებით იმის გამო თუ როგორ ვითამაშეთ პირველ ტაიმში...

წავაგეთ გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არ არის! შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ცოტათი უფრო გამოცდილია, მაგრამ არა უკეთესი...'' - მაქსიმ შანო

შანო გუშინდელი მატჩის 56-ე წუთზე გააძევეს, მსაჯმა გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ მისი დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგს 2:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც საბერძნეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირება 26 მარტს თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები