Belive

,,ქართველებმა ბილეთების ყიდვა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდანაც სცადეს'' - ბერძნული მედია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ევროპის ჩემპიონატის გასვლამდე საბერძნეთის ნაკრებისთვის ერთი ნაბიჯია! თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ადვილი მისია არ იქნება, რადგან ქართველებმა 52 ათასი ბილეთი 6 საათზე ნაკლებ დროში იყიდეს...'' - წერს ბერძნული მედია ხვალინდელი მატჩის წინ.

Gazzetta.gr-ის ცნობით, ფინალურ შეხვედრას 500-მდე ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას 2000-მდე ბილეთის გაყიდვა შეეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, მატჩზე დასწრების სურვილი მხოლოდ 500-მა ადამიანმა გამოთქვა.

როგორც Gazzetta წერს, ქართველმა ქომაგებმა, რომლებმაც ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს, სტადიონზე შეღწევა განსხვავებული გზით სცადეს. კერძოდ, მათ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას გაუგზავნეს ელფოსტა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ბერძნული ფესვები ჰქონდათ. თუმცა, გულშემატკივრების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს გაიფორმებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები