ლუკმენი გახდა მე-16 ფეხბურთელი, რომელმაც L'Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიიღო
ევროპა ლიგის ფინალში ,,ატალანტამ'' ,,ლევერკუზენს'' 3:0 მოუგო. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ბერგამოელთა გარემარბმა, ადემოლა ლუკმენმა, რომელმაც მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მა, ნიგერიელის თამაში უმაღლესი (10) ქულით შეაფასა, ასეთი რამ კი ისტორიაში მხოლოდ მეთვრამეტედ მოხდა.
ჯერჯერობით L'quipe-სგან 10-ქულიანი შეფასება ორ-ორჯერ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდმა და ლეო მესიმ დაიმსახურეს.
ფეხბურთელები, რომლებმაც L'Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიიღეს:
ფრანკ სოზე - 21-წლამდელებს შორის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სოზემ საბერძნეთთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი გაიფორმა.
ბრუნო მარტინი - საფრანგეთის ნაკრების მეკარემ იმავე მატჩში კარი მშრალად შეინახა და გაზეთისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ოლეგ სალენკო - რუსმა თავდამსხმელმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა.
ლარს ვინდფილდი - ორჰუსის დანიელ მეკარეს L'Equipe-მა ათიანი ნანტთან მატჩში დაუწერა.
ლეო მესი - 2010 წელს ლეომ არსენალს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პოკერი შეუსრულა.
ლეო მესი - 2 წლის შემდეგ, მესიმ ლევერკუზენის კარი 5-ჯერ აიღო.
რობერტ ლევანდოვსკი - 2013 წელს პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალს 4 გოლი გაუტანა.
კარლოს ედუარდო - ნახევარცველმა 2014 წელს გენგამთან 7-2 მოგებულ მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
ნეიმარი - 2018 წელს პარი სენ ჟერმენმა დიჟონს 8:0 მოუგო, ნეიმარმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დუშან ტადიჩი - რეალთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (4:1) ტადიჩმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ სერბის შესანიშნავი თამაში მაინც 10 ქულით შეფასდა.
ლუკას მოურა - ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონში ტოტენჰემმა ნახევარფინალური ეტაპი აიაქსთან საოცარი ქამბექით დაძლია, ლონდონელების სამივე გოლი ლუკას მოურას ანგარიშზეა.
სერჟ გნაბრი - ბაიერნის შემტევმა 2019 წელს ტოტენჰემის კარი 4-ჯერ აიღო.
კილიან მბაპე - 22 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში შესრულებული პირველი პოკერი ფრანგულმა გაზეთმა 10 ქულით დაუფასა.
ალბან ლაფონი - ლიგა 1-ის 2021-2022 წლების სეზონში, ნანტმა პსჟ 3:1 დაამარცხა. ნანტის მეკარემ, ალბან ლაფონმა, მატჩში 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის ნეიმარის თერთმეტმეტრიანიც და გახდა მესამე მეკარე (პირველი 1997 წლის შემდეგ), რომელსაც გაზეთმა 10 ქულა დაუწერა.
ერლინგ ჰოლანდი - ნორვეგიელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებულ მატჩში (6:3) ჰეთთრიკი გაოფორმა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დომინიკ ლივაკოვიჩი - ხორვატიის ნაკრების მეკარემ ბრაზილიასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, 10 სეივი შეასრულა. პენალტების სერიაში კი როდრიგოს დარტყმა მოიგერია და მისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა.
ერლინგ ჰოლანდი - 2023 წელს სიტიმ ლაიფციგს ჩემპიონთა ლიგაზე 7:0 მოუგო, ერლინგმა მატჩში 5 გოლი გაიტანა.